აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტო - "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო (DIA) გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
"საქართველოში რუსეთი თითქმის დანამდვილებით ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებაში ასევე საუბარია სომხეთზე და აღნიშნულია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა გასულ წელს, როდესაც სომხეთი დაიმუქრა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლით და რუსეთი საინფორმაციო ოპერაციებს იყენებდა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვისთვის.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა