Logo

"აშშ-ის სანქციები გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის მიმართ წარმოადგენს თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე"

მსოფლიოპოლიტიკა
116
Frontnews image description

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ საერთაშორისო სასამართლო ორი მოსამართლის გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გმობს.

"ეს სანქციები წარმოადგენს აშკარა თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე, რომელიც მოქმედებს მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა რეგიონიდან მინიჭებული მანდატის შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული ასეთი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც სასამართლო ორგანოებს საფრთხეს უქმნიან კანონის აღსრულების გამო, საფრთხე ემუქრება თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგს.

სასამართლო გააგრძელებს თავისი მანდატის შესრულებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, რომის სტატუტის სრული დაცვით და საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერესებიდან გამომდინარე. საერთაშორისო სასამართლო აფასებს მონაწილე სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა იმ პირის სოლიდარობის თანმიმდევრულ დემონსტრირებას, ვინც მხარს უჭერს კანონის უზენაესობას და სამართლიანობას საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთათვის. სასამართლო გააგრძელებს მუშაობას ყველა პარტნიორთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი მანდატის ეფექტური და დამოუკიდებელი განხორციელება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-მა ისრაელთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს - გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები