
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად გაემგზავრება.
"მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისთვის. ეს იყო საზიზღარი ომი, რვა ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა. თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს "ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან, გარიგებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანში გაყიდვას აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, როგორებიცაა ჯავშანჟილეტები, ნავები და სხვა“, – წერს ტრამპი.
თაგები:
ჯეი დი ვენსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს