აშშ-მა "როსნეფტს“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.
„შეერთებული შტატები განაგრძობს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერას და მუდმივი მშვიდობა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, აწარმოოს კეთილი ნების მოლაპარაკებები. ხაზინა განაგრძობს თავისი უფლებამოსილებების გამოყენებას სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, დროა, შეჩერდეს მკვლელობა და დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„პუტინის მიერ ამ უაზრო ომის დასრულებაზე უარის თქმის გამო, ხაზინა სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ, ხაზინა მზად არის, დამატებითი ზომები მიიღოს, თუ ეს საჭირო იქნება პრეზიდენტ ტრამპის მცდელობის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები“, – განაცხადა ბესენტმა.
თაგები:
სანქციები

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა