Logo

აშშ-მა რუსული გაზის და ნავთობის იმპორტი აკრძალა

მსოფლიო
08.03.2022 / 20:35
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალება. აკრძალვა მოიცავს ბუნებრივ აირსა და ნახშირსაც. 

 

“დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას.

ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კონგრესში ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ახორციელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და აშშ არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელი. სრულიად ვბოლკავთ აშშ-ში რუსული ნავთობის შემოსვლას და შესაბამისად, მისი ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას. 

 

პუტინის ომი ძალიან  დიდ ზიანს აყენებს ამერიკელებსაც, უპრეცედენტოდ გაიზარდა საწვავის, ბუნებრივი აირის ფასი. მნიშვნელოვანია სწორად მივუდგეთ ამას და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, ეს კრიზისი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა და აშშ ენერგოდამოუკიდებლები უნდა იყვნენ. 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა შეიძლება აიღოს უკრაინის რამდენიმე ქალაქი, მაგრამ უკრაინზე ვერასოდეს გაიმარჯვებს.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement