Logo

აშშ-ს დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის გასამართლება სურს

მსოფლიო
406
Frontnews image description

აშშ გეგმავს სასამართლოს გადასცეს 7 იანვარს ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის ყველა წევრი. ვაშინგტონმა უგულებელყო კრემლის მოთხოვნა ტანკერის ეკიპაჟის წევრების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ტანკერ Bella1-ის ეკიპაჟი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Marinera, ფედერალური კანონის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემულია. შესაბამისად, მათ სასამართლო პროცესისთვის შეერთებულ შტატებში გადაიყვანენ.

Reuters-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ორ კვირაზე მეტი ხნის დევნის შემდეგ ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა. აღმოჩნდა, რომ ტანკერი Bella1 იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა Marinera-თი და დროშა - რუსულით. ის დიდი ბრიტანეთის დახმარებით დესანტმა დააკავა.

აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის სანქცირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი - ტანკერი „სოფია“ დააკავა. ამ ამბავმა რუსეთში ინტენსიური ისტერია გამოიწვია. რუსეთმა მკვეთრად რეაგირება მოახდინა აშშ-ის დესანტის მიერ ტანკერის დაკავებაზე და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოითხოვა, რომ აშშ-მა ერთ-ერთ ტანკერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები გადასცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები