აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მედიის ცნობით, ნეშვილში, მისისიპის და სხვა დაზარალებულ შტატებში ელექტროენერგია, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს გათიშული.
აშშ-ში უამინდობის გამო 17 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. აეროპორტების დიდი ნაწილი დახურულია. სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და კლივლენდში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სინოპტიკოსების ცნობით, აშშ-ში თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.





