
ავტორი
Front News საქართველო
აშშ და უკრაინა განიხილავენ Patriot-ის სარაკეტო სისტემების წარმოების ტექნოლოგიის შესაძლო გადაცემას. კონგრესი მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა და პენტაგონმა რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაიკ ტერნერმა განაცხადა.
კონგრესმენს ჰკითხეს, მისცემს თუ არა აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზირებას, რადგან პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი ტექნოლოგიის გადაცემა რთული იქნებოდა.
ტერნერმა განმარტა, რომ პრეზიდენტი საუბრობდა როგორც Tomahawk-ებზე, ასევე Patriot-ზე და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, Patriot-თან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულია, რადგან ის თავდაცვითი იარაღია, Tomahawk-ები კი შეტევითი ხასიათისაა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა უკრაინას Patriot-ის ტექნოლოგიაზე უფრო ფართო წვდომა ჰქონდეს, რათა მან შეძლოს წარმოების დაწყება და თავდაცვითი ტექნოლოგიების შეძენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უკრაინისთვის“, - განაცხადა კონგრესმენმა.
ტერნერის თქმით, თავდაცვის ტექნოლოგიები ისევე უნდა გავრცელდეს, როგორც სარაკეტო ტექნოლოგიები.
როგორც მან აღნიშნა, შეერთებულ შტატებს გააჩნია უახლესი ტექნოლოგიები, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს