აშშ-ში უამინდობის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
ძლიერი თოვის და ქარბუქის გამო გადაკეტილი გზები, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, გაუქმდა ფრენები.
ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.





