
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება.
“13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე.
წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს