Logo

აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
24.04.2025 / 16:29
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა.

პოლიციამ ს.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები