Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ავსტრიის ლიდერმა ავიახაზებმა – Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ ვენა-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
Austrian Airlines 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 130-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.
თაგები:
ფრენები

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა