ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უკვე ცნობილია 250 დაღუპულის შესახებ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 1500-ზე მეტი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
მიწისქვეშა ბიძგები ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე იგრძნობოდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს დაშავებული ხალხი და დანგრეული სახლებით პაქტიკას პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიით.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, როცა ბევრ ადამიანს ეძინა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს