ავღანეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით რეისს ასრულებდა


ავტორი
Front News საქართველო
თვითმფრინავი Falcon 10, რომელიც ასრულებდა სასწრაფო დახმარების ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) – ტაშკენტი – ჟუკოვსკი მარშრუტზე, ავღანეთში რადარებიდან გაუჩინარდა, – ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი. მათგანი ორი სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა. მათი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ასევე წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ავარიამდე პილოტმა ტექნიკური პრობლემების შესახებ განაცხადა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.
თვითმფრინავი შპს “ატლეტიკ ჯგუფს“ და კერძო პირს ეკუთვნის. ის რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე, რომელშიც რუსები იმყოფებოდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს