Logo

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 812-მდე გაიზარდა

მსოფლიო
1384
Frontnews image description

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 812-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 800-ზე მეტი ადამიანი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი სრულად განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 31 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი ჯალალაბადიდან, ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან 27 კმ-ის დაშორებით იყო.

თაგები:

ავღანეთი
Advertisement