ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედროებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

ავტორი
Front News საქართველო
თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ.
"ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად შესაბამისი ჯგუფის მუშაობს. ვაგრძელებთ ძალისხმევას შედეგის რაც შეიძლება მალე მისაღებად. მადლობას ვუხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ოპერატიული რეაქციისა და ყველა რესურსის მობილიზებისთვის ჩამოვარდნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ თვითმფრინავს საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
„ჩვენს თვითმფრინავს გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და მოწყობილობა თვითმფრინავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. საბრძოლო მასალები ბორტზე არ ყოფილა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. 20-ვე დაიღუპა, ცხედრები ნაპოვნია.
თაგები:
ავიაკატასტროფა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


