ავიაკომპანია Pegasus Airlines ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

ავტორი
Front News საქართველო
თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


