
ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით “მამული, ენა, სარწმუნოება” მერმა ჩამოხსნა.
“თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ავთანდილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს