“აზოვის” მებძოლებმა რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
“აზოვის” მებძოლებმა რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს, მათ შორის ერთი ოფიცერია, – ინფორმაციას პოლკის პირველი მეთაური ანდრეი ბელეცკი ავრცელებს.
მისი თქმით, ტყვედ აყვანილებს შორის არიან ოსებიც.
“მიაქციეთ ყურადღება: ეს ცხოველები ცოცხლები არიან, არ არიან ნაცემი, არ არიან დასახიჩრებული, ისინი კარგად იკვებებიან და კარგად დაიძინებენ, მათ უკრაინელი ექიმები უმკურნალებენ, სანამ დაელოდებიან გაცვლას. ჩვენ ამ წესს არ ვარღვევთ ჩვენი ძმების ხოცვა-ჟლეტის შემდეგაც ელენოვკაში. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ “აზოვი”, მეომრები ვართ და არა ძაღლების ხროვა, როგორც ჩვენი მტერი”, – განაცხადა ბილეცკიმ.
თაგები:
აზოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს