Logo

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს

სამართალი
507
Frontnews image description

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა. 

 

მისი ადვოკატის მარიამ მაღრაძის განცხადებით, შუბითიძე ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

 

“ამ ეტაპზე სერგო შუბითიძეს არანაირი ჩვენება არ მიუცია, მას სასამართლოში გამოკითხავენ. ჩვენი მოთხოვნა და მისი სურვილი იყო, რომ მან ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და იქ მოხდეს მისი გამოკითხვა. ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემს. მას სურს, რომ პირველი ჩვენება იყოს სასამართლოში”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში “ფორმულისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ  დაიბარეს, სადაც ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ვერსია მისთვის დამაჯერებელი არ იყო.

Advertisement