
ავტორი
Front News საქართველო
2020 წლის ივლისში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, სასამართლომ 1-წლიანი პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე განაჩენი დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა.
“კანონი ითვალისწინებდა გათავისუფლებას – ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო, პირი ნასამართლევი არ იყო, სამი შვილი ჰყავს, ოჯახის ძირითადი მარჩენალია და სასამართლომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე შეუფარდა პირობითი. არ იყო აუცილებელი პატიმრობა”, – აცხადებს ადვოკატი “რადიო თავისუფლებასთან”.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 2025 წლის 25 ივნისს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
თაგები:
თამარ ბაჩალიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს