
ავტორი
Front News საქართველო
თუ სიმშვიდე უნდათ, ძალიან მარტივია ამის ფორმულა, გაიწვიონ “რუსული კანონი”, ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია არჩევნები, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება, პასუხისმგებელია მხოლოდ ხელისუფლება.
“პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე იმ პროცესებზე, რომელიც თბილისში და არამარტო თბილისშია, ეკისრება ხელისუფლებას. თუ სიმშვიდე უნდათ, ძალიან მარტივია ამის ფორმულა – გაიწვიონ “რუსული კანონი” , ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია არჩევნები”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
თაგები:
ბაჩო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს