
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ისტორიის განმავლობაში, არ მახსოვს ასეთი მძიმე განცხადება. ეს არის ის განცხადება, რომელსაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან ყურადღებით გაეცნო “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” წევრმა ბაჩო დოლიძემ 14 სენატორის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია: „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეგვაჩვიეს ევროკავშირთან და ევროპარლამენტარებთან უდიერ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, თვითონაც ფრთხილობენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდი თანხა – ასობით მილიონი დოლარი განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე მოდიოდა. მე გამოვყოფდი ერთ პასაჟს, სადაც გარკვევით წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ქართველი ხალხის გვერდში, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი საზოგადოების გვერდში ევროინტეგრაციის პროცესში და რაც აქვს ახლა გასაკეთებელი “ქართულ ოცნებას”, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – უკან უნდა გაიწვიოს კანონი. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ან ცივილური სამყაროსკენ მივდივართ, ან მიგვათრევენ რუსეთისკენ, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებულია ცივილიზაციას. გაუჭირდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავის პათოსში გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში. ცოტა სხვა ხარისხია, სიმძაფრეც განსაკუთრებულია, მე არ მახსოვს მსგავსი მძიმე განცხადება, მაგრამ მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
თაგები:
ბაჩო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს