
ავტორი
Front News საქართველო
ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უნდა აღასრულოს ხალხის ნება, ეს არის ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ Front News-თან “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გარდაუვალი იყო, რადგან ბრიუსელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
“გარდაუვალი იყო მისი ჩასვლა ბრიუსელში. ბრიუსელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს იქ, სადაც მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში გამოირჩეოდა თავდასხმებით და გინებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ დახვდნენ, ეს უკვე მეორე საკითხია.
ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, როგორც ოფიციალური ვაშინგტონი, ისე ოფიციალური ბრიუსელი არის ჩვენი ქვეყნის პარტნიორი.
ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უნდა აღასრულოს ხალხის ნება. ნება ამ შემთხვევაში ძალიან მკაფიო და გამოკვეთილია. ეს არის ევროინტეგრირება”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
თაგები:
ბაჩო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს