ბადრი ჯაფარიძე - გადაწყვეტილება, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ამ მუნიციპალურ არჩევნებში ვმონაწილეობთ, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლია


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუთავისუფლებივართ, ეს იყო "ოცნების" გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
"ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც იყო ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე - ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რაც გვქონდა გადაწყვეტილი და რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ამ მუნიციპალურ არჩევნებში ვმონაწილეობდით, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლია.
ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუთავისუფლებივართ, ეს იყო "ოცნების" გადაწყვეტილება. 11 საათზე მორჩა ჩემი სეირნობა და როცა დავბრუნდი, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილს გამოცემული.
პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და არ შეგვიცვლია ეს გადაწყვეტილება. ამის ერთგული ვრჩებით.
მე ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდა "ქართული ოცნება", როცა ჩვენ, უდანაშაულო ადამიანები დაგვატუსაღა. ცხადია, ვინც სატუსაღოშია, ყველა გარეთ უნდა იყოს. ახობაძის და კაციას საქმეზეც შერჩევითი იყო სამართალი. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ უნდა აჰყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს