
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტოა, არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქმე "ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს” ჰგავს.
"მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტოა, არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა.
მე ამ საქმეს "ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს” დავარქმევდი, სადაც რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რაღაც ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, ოღონდ ვერ იხსენებს რა ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, როდის, ვერ იხსენებს რა დღე იყო, ასეთი ტიპის მოწმეები არიან. ვწუხვარ, რომ ასეთ დონეზე, შესაძლოა, დასცე პოლიციელი, ასეთი სამარცხვინო ცრუ ჩვენებები ათქმევინო, რომელიც თავისთავად ვერ იქნება სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, კიდეც რომ სიმართლე იყოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს