Logo

ბადრი ჯაფარიძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი

პოლიტიკა
211
Frontnews
ბადრი ჯაფარიძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი

ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად.

“მინდა შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება - სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე! თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით.

ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები