Logo

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

საზოგადოება
604
Frontnews
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებებისწარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.

 

“შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

თაგები:

გზაწყნეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები