
ავტორი
Front News საქართველო
გარდა ძალისმიერი სადამსჯელო ბერკეტებისა, სხვა ბერკეტი ჩვენს პარტნიორებს არ დარჩათ. ეს არის თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ცდილობს, რომ საქართველო გადაარჩინოს.
“მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ცდილობს, რომ საქართველო გადაარჩინოს რუსული სახელმწიფო ტიპის მიტაცებას და დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ მცდელობებში, სამწუხაროდ, მაგრამ გარდა ძალისმიერი სადამსჯელო ბერკეტებისა, სხვა ბერკეტი ჩვენს პარტნიორებს არ დარჩათ.
ეს არის თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ისინი რეალურად, ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესს და არცერთი შანსი, რომ რაღაც ეტაპზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედათ, არ გამოიყენეს”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს