Logo

ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოებთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სამართალი
893
Frontnews image description

ბათუმსა და ზუგდიდში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება დაკავებებისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

 

ამ დროისათვის ზუგდიდში 2 აქტივისტია დაკავებული, ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც,  აქაც რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. 

 

ზუგდიდში დაკავებულია ასევე ახალი საკრებულოს წევრი დათო ფიფია, რომელიც ასფალტზე პულივიზატორით წარწერების გაკეთებას  ცდილობდა.  

 

როგორც ცნობილია, ბათუმში დაკავებულია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სხვა დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არაა. ვითარება ორივე ქალაქში უკიდურესად დაძაბულია.

Advertisement