Logo

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
05.07.2022 / 22:48
Frontnews image description

ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

Advertisement