Logo

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს

სამართალი
699
Frontnews image description

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია ფიზიკური დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შეძახილებით აპროტესტებენ რუსეთის საომარ მოქმედებდებს უკრაინაში, ამასთან აპროტესტებენ ხელისუფლების განცხადებებს და ქმედებებს,  რასაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მოყვა.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქტივისტები შეძახილების გამო დააკავეს. მათი თქმით,  ამ დროისათვის 7 ადამიანია დაკავებული. 

 

“ამ შეძახილების გამო უკრაინაში რუსები ხალხს კლავენ, ჯერჯერობით არ კლავს ივანიშვილი თავის პოლიციით, ოღონდ ცდილობს დაკავებას. 

 

მას შემდეგ რაც რუსეთისა  და ბელარუსის შემდეგ ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომლისგანაც ელჩი გაიწვიეს, ბუნებრივია, პროტესტი არის მიმართული მთავრობის წინააღდეგ, ეს გაგრძელდება, ასე არ დასრულდება. შერცხვება ყველა იმ პოიციელს, ვინც დღეს ივანიშვილს არის ამოფარებული და აქციის მონაწილეებს აკავებს”,  – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ.

Advertisement