ბათუ ქუთელია - "მეგობარი აქტს" ახლა უკვე ახალი ცხოვრების შეძენა ახალ კონგრესში შეუძლია, ამას სჭირდება მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან

ავტორი
Frontnews საქართველო
როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება ქვეყანაში მშვიდობიანად, ჩვენ გვეყოლება სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც სწრაფად დაგვეხმარება, შევამციროთ ის კატასტროფული ზიანი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ქვეყანას მიაყენა, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად "მეგობარი აქტზე" მუშაობა.
"ივანიშვილის რეჟიმის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსეთზე და თავიდან ბოლომდე მიბმულია რუსეთზე იმიტომ, რომ იქიდან იმართება ეს პროცესი. არანაირი ურთიერთობა არ აქვს "ოცნებას" ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების, ან გადატვირთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, ასეთი ტიპის მასიურად ადამიანის უფლებების დარღვევას, ძალადობას, ანტიდემოკრატიულობას არცერთი ადმინისტრაცია არ "გაუტარებს", რაც არ უნდა ტრანზაქციული ურთიერთობების დამყარებას შეეცადონ, აქედან გამომდინარე, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენ გვრჩება, არის ორპარტიული მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე და ეს არის "მეგობარი აქტი", რომელსაც ახლა უკვე ახალი ცხოვრების შეძენა ახალ კონგრესში შეუძლია. ეს ორპარტიული მხარდაჭერა არსად გამქრალა, ეს ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რაზეც ამერიკის საგარეო მუდმივად იდგა, მიუხედავად "დემოკრატებისა" თუ "რესპუბლიკელების" ძალაუფლებაში ყოფნისა. ამას, ბუნებრივია, სჭირდება მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმიტომ, რომ "მეგობარი აქტი" ორ მნიშვნელოვან ბერკეტს იძლევა: ერთი - ამჟამინდელ რეჟიმს აღარ შეეძლოს რუსული ფულის "გათეთრება" და უკანონო შემოსავლებით შეინარჩუნოს თავისი ყოფნა ძალაუფლებაში და ემსახუროს რუსეთის ინტერესებს და მეორე - ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება ქვეყანაში მშვიდობიანად, ჩვენ გვეყოლება სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც სწრაფად დაგვეხმარება, შევამციროთ ის კატასტროფული ზიანი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ქვეყანას მიაყენა", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია




