Logo

ბათუ ქუთელია - ყველანაირი შეთანხმება წარმოუდგენელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარეშე

უკრაინაპოლიტიკა
339
Frontnews image description

სამწუხაროა, მაგრამ არავინ არ საუბრობს ყირიმის საკითხზე, ჩემი აზრით, ყველანაირი შეთანხმება წარმოუდგენელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარეშე, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ვლადიმერ პუტინის ინტერესებში არის ის, რომ თუ მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწია, ეცდება, დრო იყიდოს, რომ შემდეგ განაახლოს შეტევა.

"პუტინისთვის მთავარი არის, რომ გამარჯვება მიიწეროს და გაყიდოს ქვეყნის შიგნით, ასევე, შეინარჩუნოს ნავთობპროდუქტების ეკონომიკა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ქვეყნის მართვა. სამწუხაროა, მაგრამ არავინ არ საუბრობს ყირიმის საკითხზე, ჩემი აზრით, ყველანაირი შეთანხმება წარმოუდგენელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარეშე, პუტინის ამოცანა კი ახალი წესრიგის დამყარებაა, რომელიც გავლენებზე იქნება დამოკიდებული, რასაც სხვა ავტორიტარული ქვეყნები, განსაკუთრებით ჩინეთი ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს.

ასევე, პუტინის ინტერესებში არის ის, რომ თუ მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწია ახლა, ეცდება, დრო იყიდოს, რომ შემდეგ განაახლოს შეტევა. დონბასზე შეტევა ზრდის ხარკოვზე შეტევის გზას. ხარკოვი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი არის და ასევე, რუსეთისთვის გამარჯვების სიმბოლო ყირიმთან ერთად. ამიტომ, ამაზე არის საუბარი, როგორ მოხდეს ამ ყველაფრის არდაშვება.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, გარკვეულწილად უახლოვდება ამერიკული და ევროპული ხედვები. ტრამპის ადმინისტრაციის ხედვით, ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით და ევროპელი ლიდერები ნელ-ნელა ორმხრივ თუ მრავალმხრივ გარკვეულ გარანტიებზე საუბრობენ. აქ კი წითელი ხაზი რუსეთისთვის არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ეს რამდენად წითელი ხაზია და არა უფრო აღქმითი საკითხი, ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ამ პროცესში არის ორი ქვეყანა - შვედეთი და ფინეთი, მაგრამ უკრაინის ნატოში გაწევრიანება აღქმულია, როგორც წითელი ხაზი.

ტრამპმა გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია იმაში, რაც ევროპის და განსაკუთრებით ნატოს ინტერესები იყო, რაზეც თვალს ხუჭავდნენ ნატოს წევრი ქვეყნები, სამწუხაროდ, ეს არის თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობა იმიტომ, რომ რუსული საფრთხე ევროპისთვის უახლოეს მომავალში არ გაქრება და როგორც იქნა, ნატოს ქვეყნები მივიდნენ 5%-იან თავდაცვის ხარჯებზე, რაც შეიძლება ტრამპის წარმატებად ჩაითვალოს", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

Advertisement