Logo

ბათუმის მერია - უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება

რეგიონები
137
Frontnews image description

ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამჟამად, ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული აქვს.

"სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით ხორციელდება.

სამუშაოების  დასრულების შემდეგ, არსებული სივრცე მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი.

უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები