ბათუმის მერმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გიორგი ცინცაძემ ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მჭიდრო დღის წესრიგი და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმსა და თურქეთის ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე აღინიშნა ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული და საინვესტიციო ჰაბის, მზარდი როლი და მაღალი პოტენციალი. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ კონკრეტული ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუ.





