
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება.
კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა.
ახალი სისტემა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ვიდეოფიქსაციას, მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.
მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს