
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, "ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა „ქართულ-აფხაზური საგას“ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე გააკეთა და შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობაზე, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურისა და საერთო ფასეულობების შენარჩუნებაზე ისაუბრა.
„ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 15 წელზე მეტია აჭარაში მცხოვრები აფხაზების ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა.
თაგები:
აფხაზეთის მთავრობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს