
ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შეუერთდა. იგი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართულ ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.
სოფიო ბაკურიძე ასევე აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ - არქიტექტურულ კომპლექსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა მოეწყო.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებშიც. სოფიო ბაკურიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, სადაც პატარებისთვის სპეციალური გასართობი და სადღესასწაულო პროგრამა მოეწყო.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, ხატვისა და ფოტოზონები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები და მულტფილმების პერსონაჟები ზრუნავდნენ. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და მრავალფეროვან კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს.
თაგები:
ბავშვთა დაცვის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს