ბექა ბასილაია - ჩვენი პოზიცია არის, რომ პაატა მანჯგალაძე უნდა გათავისუფლდეს და მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა გაუქმდეს

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენი პოზიცია არის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაატა მანჯგალაძის საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
"პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც და არგუმენტაციითაც, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც კი არ უდასტურდება რაიმე ტიპის სამართალდარღვევა 2025 წლის 4 ოქტომბერს, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა გაუქმდეს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შესავალ სიტყვაში. პაატა მანჯგალაძის პოზიცია ბოლო პროცესზეც იყო, რომ გვეხელმძღვანელა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, რაც მისი ფბ გვერდით იქნა გავრცელებული და გაშუქებული მედიის მიერ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ.
თაგები:
ბექა ბასილაია




