Logo

ბექა ბასილაია - გია ბარამიძისთვის წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა

სამართალიპოლიტიკა
170
Frontnews
ბექა ბასილაია - გია ბარამიძისთვის წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა

გია ბარამიძისთვის წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა. იმ დაშვებითაც კი, რასაც პროკურატურა ბრალში წერს, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბარამიძე პოლიტიკურად იდევნება.

"გიასთვის წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა. იმ დაშვებითაც კი, რასაც პროკურატურა ბრალში წერს, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

გია შეირჩა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი დევნისთვის. ამის პარალელურად, უნდა ითქვას, რომ რასაც გიას ედავებიან, მასზე მან დეტალურად განმარტა, რომ  მისი ნათქვამი არ ეხებოდა უკვე ან ტყვედ ჩაბარებულ, ან ტყვედ ჩაბარებისთვის მზად მყოფ პირებს. 

ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ათიდან ათ შემთხვევაში, სასამართლოს მართავს, სადაც მისი პოლიტიკური ინტერესები არსებობს და ამიტომ ვხედავთ გიას პატიმრობაში მყოფს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები