Logo

ბექა ბასილაია - იწყება ზვიგენთან "სელფის" გადაღების პროცესი, ეს საქმე ხსნის დევნის რეკორდებს

სამართალი
171
Frontnews image description

იწყება ზვიგენთან "სელფის" გადაღების პროცესი, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე ხსნის დევნის იმ რეკორდებს, რაც პოლიტიკური დევნის ფარგლებში ივანიშვილის პროკურატურამ არაერთგზის გააუმჯობესა.

"იწყება ზვიგენთან" სელფის" გადაღების პროცესი. მართლა ამაზე დაკითხეს მიხეილ სააკაშვილი და მართლა ამაზე წარუდგინეს მას ბრალი.

ეს საქმე ხსნის დევნის იმ რეკორდებს, რაც პოლიტიკური დევნის ფარგლებში ივანიშვილის პროკურატურამ არაერთგზის გააუმჯობესა.

დღეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის მიერ მისსავე პროცესზე გაცხადებულ პროცესთან დაკავშირებით, დღეს ადამიანებს ფეისბუკ პოსტების გამო ასამართლებენ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართება. საქმე საბოტაჟს ეხება. სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი წარმართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები