Logo

ბექა ვაჭარაძე - ქვიშის რაგბის ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცეს

რეგიონები
35
Frontnews
ბექა ვაჭარაძე -  ქვიშის რაგბის ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცეს

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 გუნდი მონაწილეობდა.

პროფესიონალთა კატეგორიაში ჩემპიონობა ფოთის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.

"ფოთი სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი სივრცე ხდება სპორტული აქტივობებისთვის. მალთაყვის სანაპირო ამ ზაფხულსაც არაერთი სპორტული ტურნირისა და ღონისძიების მასპინძელი იქნება. უკვე წარმატებით ვუმასპინძლეთ ქვიშის რაგბის ტურნირს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცეს. ჩვენი მიზანია, მომავალ წელს აღნიშნულ ტურნირს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი და მნიშვნელობა შევძინოთ და ფოთი კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოვაჩინოთ მსოფლიო სპორტულ რუკაზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოთელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს შევთავაზებთ", - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები