Logo

ბექა ვაჭარაძე - სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა

რეგიონები
346
Frontnews
ბექა ვაჭარაძე - სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში, პროგრამის ფარგლებში, 8 ახალგაზრდა 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, გადაწყვეტილებით, ყველა საჯარო უწყებაში მიმდინარეობს, ქვეყნის მასშტაბით.

ბექა ვაჭარაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა  და აღნიშნა, რომ სტაჟირების პროცესი მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები