ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
საბა მალანია 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 200, 500 და 1000-მეტრიან დისტანციებზე ოქროს მედლების მფლობელი გახდა, ხოლო სანდრო ჭოჭუამ 18-წლამდელთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
"ვულოცავთ საბასა და სანდროს, ასევე მათ მწვრთნელებს - ზურაბ მალანიასა და მურმან მალანიას - მიღწეულ წარმატებას. გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ფოთის მერმა.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე




