
ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსის გარდამავალი ოპოზიციური კაბინეტის წარმომადგენელმა პაველ ლატუშკომ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ალექსანდრე ლუკაშენკოს გაფრთხილებისთვის, რომ ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაითრიოს.
ოპოზიციის განცხადებით, ლუკაშენკომ ნათლად უნდა გააცნობიეროს თავისი ქმედებების შედეგები მას შემდეგ, რაც ბელორუსის ტერიტორია მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ბირთვულ შანტაჟში აღმოჩნდა ჩართული.
ლატუშკოს თქმით, ლუკაშენკომ უნდა იცოდეს, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან ნებისმიერ აგრესიულ ქმედებასა და სამხედრო პროვოკაციაზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ლატუშკოს თქმით, „ერთადერთი ენა, რომელიც ლუკაშენკოს ესმის, არის ძალის ენა და ძალის პოზიციიდან გაგზავნილი გაფრთხილებები“ და ეს ძალა საფრანგეთს აქვს.
მაკრონს და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს.
თაგები:
ემანუელ მაკრონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს