ბელარუსში ტიხანოვსკაიას დაუსწრებლად თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯეს


ავტორი
Front News საქართველო
მინსკის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია დაუსწრებლად გაასამართლა და დაუსწრებლად თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა.
ტიხანოვსკაია დამნაშავედ ცნეს „სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების შეთქმულებაში“.
ასევე, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს ბრალი დასდეს “ექსტრემისტული ფორმირების შექმნასა და მის ხელმძღვანელობას, რომელსაც საჯაროდ მოუწოდებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ქმედებებისკენ, რომლებიც მიზნად ისახავდა ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას”.
გარდა ამისა, ბელარუსის რეჟიმმა გაასამართლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი პაველ ლატუშკო. მას დაუსწრებლად მიესაჯა 18-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც მის ქმარს ცესკომ ამის უფლება არ მისცა. მოგვიანებით სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს და ციხეში ჩასვეს.
თაგები:
სვეტლანა ტიხანოვსკაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს