ბელგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს


ავტორი
Front News საქართველო
ბელგია გამოყოფს 200 მილიონ ევროს ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ განაცხადა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელი იყო პრეზიდენტ ზელენსკისთვის უფრო მეტი საბრძოლო მასალის მიწოდება რუსული აგრესორის მოსაგერიებლად.
”ჩვენ ვერასდროს შევძლებთ შედარებას იმ მსხვერპლთან, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს.
ბელგია დააფინანსებს ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროს ოდენობით. დამატებითი საბრძოლო მასალა ჩამოვა უახლოეს კვირებში”, – განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
ჩეხეთი უკრაინას უახლოეს პერიოდში 800 ათასს საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ინიციატივას მხარი დაუჭირა საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს