ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავტორი
Front News საქართველო
ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. სავარაუდოდ, საუბარია სუ-25-ზე.
“ვალუისკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ინციდენტის მიზეზებს იძიებენ”, – წერს ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სუ-25-ზე, რომლის ჩამოვარდნის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
თაგები:
ბელგოროდი




