
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია.
“ვინც კი ამ პროცესებს თვალს ვადევნებთ, იუსრისტები, მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ყველანი ვთანხმდებოდით, რომ პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ქცევა იყო კანონდარღვევა და მათ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები არაკანონიერად გაასაჯაროვეს.
ამავდროულად, ამის გასაჯაროვება მიხეილ სააკაშვილის ღირსების შელახვის მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს და მართლმსაჯულება არის უაღრესად პოლიტიზირებული, ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს, სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც“, – განაცხადა ბასილაიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს